დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლაში საქართველოში პირველი სტამბის დაარსებასა და წიგნის ბეჭდვაზე ისაუბრეს
დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლაში წიგნის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნანა მანჯავიძემ წიგნების ბეჭდვის ისტორიასა და საქართველოში პირველ სტამბაზე ისაუბრა.
პრეზენტაცია წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა.
წიგნის საერთაშორისო დღე 23 აპრილს აღინიშნება.
ამ დღეს მსოფლიომ ორი უდიდესი მწერალი მიგელ დე სერვანტესი და უილიამ შექსპირი დაკარგა.
23 აპრილი იუნესკომ 1995 წლიდან ოფიციალურად გამოაცხადა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ და მისი აღნიშვნა დაიწყო.
იხილეთ ფოტოები