ბათუმის N16 სკოლიდან კაცი პედაგოგი ორსულობის მუხლით გაათავისუფლეს
07-03-2023

ბათუმის N16 საჯარო სკოლის კაცი პედაგოგი სამსახურიდან ორსულობის მუხლით გაათავისუფლეს. როგორც მასწავლებელი, მამია მჟავანაძე ამბობს, გათავისუფლებაზე განცხადება 22 იანვარს ჯერ თავად დაწერა იმ მოტივით, რომ მასზე დირექციისგან ზეწოლა ხორციელდებოდა,10 დღის შემდეგ კი სკოლიდან მიუვიდა ცნობა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის საფუძველზე.

საქართველოს ორგანული კანონით:

საქართველოს შრომის კოდექსი მუხლი 37. შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო, შვებულება ბავშვის მოვლის გამო
1. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში − 143 კალენდარული დღის ოდენობით.

მჟავანაძე ამბობს, რომ მას ბრალად სდებდნენ, დისციპლინურ დარღვევებში.



აღნიშნულთან დაკავშრებით, სკოლის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ტექნიკური შეცდომა მოხდა, რომელიც უკვე გამოსწორებულია და 37-ეს ნაცვლად, გათავისუფლების ბრძანებაში 47-ე მუხლი უნდა ყოფილიყო მითითებული. დამატებითი ინფორმაციისთვის etaloni.ge სკოლის დირექტორს, ცირა ქობულაძესაც დაუკავშირდა, თუმცა როგორც სკოლის ხელმძღვანელმა გვითხრა, სასაუბროდ არ ეცალა და ტელეფონი გაგვითიშა. 

სკოლიდან პედაგოგის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტომ, „ალია“ გაავრცელა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203