კერძო სკოლა „საუნჯის“ მოსწავლეებს თეატრის მსახიობები შეხვდნენ
24-04-2018
რუსთავის კერძო სკოლა „საუნჯეში“ სამოქალაქო განათლების ფარგლებში, პედაგოგ ვაჟა კანდელაკის ხელმძღვანელობით, პროექტი - „ხელოვნების როლი პიროვნების ჩამოყალიბებაში“ განხორციელდა.
სკოლის მოსწავლეებს თეატრის მსახიობები - ნათელა მუხულიშვილი და ირაკლი ბერქაია შეხვდნენ.
მსახიობებმა შეხვედრაზე ხელოვნების მნიშვნელობასა და ხელოვნების სფეროში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
მოსწავლეებმა მსახიობებს მათთვის საინტერესო თემებზე დაუსვეს კითხვები და ამომწურავი პასუხები მიიღეს.