სვენეთის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით ასფალტზე ხატვის კონკურსი მოეწყო
24-04-2018

სვენეთის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლა გარემოსდაცვით ღონისძიებებს შეუერთდა.

სკოლის მე-7 და მე-5 კლასის მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს, ნარგავები დარგეს და ასფალტზე ხატვის კონკურსი მოაწყვეს. 

აქტივობას პედაგოგები ცირა მერებაშვილი და თამაზ საათაშვილი ხელმძღვანელობდნენ. 

დედამიწის დღე მსოფლიოში 22 აპრილს აღინიშნება. სხვადასხვა სახის გარემოსდაცვით ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყნის 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203