რისთვისაა საჭირო თემატური და საფეხურებრივი საკვანძო შეკითხვები და აუცილებელია თუ არა მათი გამოყენება?
11-03-2023

თემატური და საფეხურებრივი საკვანძო შეკითხვები მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. რისთვისაა საჭირო, რა განსხვავებაა მათ შორის და აუცილებელია თუ არა სწავლების პროცესში თემატური და საფეხურებრივი საკვანძო შეკითხვების გამოყენება?

სწავლების პროცესში საფეხურებრივი საკვანძო შეკითხვების გამოყენება სავალდებულოა. თემატურ საკვანძო შეკითხვები კი - სასურველი.

ეროვნული სასწავლო გეგმის ტერმინოლოგიურ ლექსიკონში თემატური და საფეხურებრივი საკვანძო შეკითხვების განმარტება ასეთია:

თემატური საკვანძო შეკითხვები – აკავშირებს სასწავლო თემას/თემატურ ბლოკს, საკითხებს სტანდარტის შედეგებთან. მათი ფუნქციაა:

  • მოსწავლის წინარე ცოდნის გააქტიურება, ცნობისმოყვარეობის გაღვივება, პროვოცირება ახალი ცოდნის შესაძენად;
  • სასწავლო თემის შედეგზე ორიენტირებულად სწავლა-სწავლების უზრუნველყოფა;
  • თემის სწავლა-სწავლების პროცესში შუალედური ბიჯების/ეტაპების განსაზღვრა. საკვანძო შეკითხვა წარმოადგენს მაორგანიზებელ ელემენტს, რომელიც სასწავლო თემის ფარგლებში ასრულებს გაკვეთილ(ებ)ის მიზნის როლს.
  • თემატურ საკვანძო შეკითხვებს სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.

საფეხურებრივი საკვანძო შეკითხვები კი თემატური საკვანძო შეკითხვებისგან განსხვავებით სავალდებულო ხასიათისაა. საფეხურებრივი შეკითხვები განზოგადებულად განსაზღვრავენ ვექტორებს, რომლებიც სწავლა-სწავლების პროცესს შედეგებისკენ მიმართავს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203