ქვედა საქარის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგებმა, უსაფრთხოების პედაგოგ ლამარა შამანიძესთან ერთად პრაქტიკული მეცადინეობა ჩაატარეს. მათ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის წესები გააცნეს და მათი დაცვისკენ მოუწოდეს.
მოსწავლეები პრაქტიკულ მეცადინეობაში აქტიურად ჩაერთნენ და დასასრულს სახალისო თამაში „შუქნიშნობანა“ ითამაშეს.
იხილეთ ფოტოები