რუსთავის N16 საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
სკოლაში ხელნაკეთი წიგნების გამოფენა მოეწყო, მოსწავლეებმა საყვარელი მოთხრობები წაიკითხეს და წიგნებით დასაჩუქრდნენ.
წიგნების საერთაშორისო დღეს მსოფლიო 23 აპრილს აღნიშნავს. უილიამ შექსპირის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღი წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ იუნესკომ 1995 წელს გამოაცხადა, საქართველოში კი მისი აღნიშვნა 2003 წლიდან დაიწყო.
იხილეთ ფოტოები