„აფხაზეთი ჩვენი ტკივილია“ - ქუთაისის N24 საჯარო სკოლის პროექტი (ვიდეო)
24-04-2018
„აფხაზეთი ჩვენი ტკივილია“ - ქუთაისის N24 საჯარო სკოლის მე-4 კლასმა აღნიშნული პროექტი შემაჯამებელი ღონისძიებით დაასრულა.

კერძოდ, მოსწავლეებმა აფხაზეთის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, იქ არსებულ ღირშესანიშნავ ადგილებსა და ისტორიულ ძეგლებზე მასალები მოიპოვეს, ასევე, აფხაზეთთან დაკავშირებით კედლის გაზეთები შექმნეს.
 
ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა ლექსები და სიმღერები გაიხსენეს, თემასთან დაკავშირებული ჩანახატები მოისმინეს და აფახაზეთის ომში დაღუპული გმირის, ალეკო დათებაშვილის მშობლებთან ინტერვიუ ჩაწერეს.
 
პროექტის ხელმძღვანელი პედაგოგი თეა არონია გახლდათ, ღონისძიებაზე კი მოწვეული იყო ამავე ომის მონაწილე,  ვაჟა ტაკაშვილი.

სკოლის დირექციის ცნობით, მოსწავლეების შემართება და ემოციები შთამბეჭდავი იყო.
  
იხილეთ ვიდეო და ფოტოები


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203