ახალსოფლის N2 საჯარო სკოლაში გეოგრაფიული ვიქტორინა ჩატარდა
24-04-2018
ახალსოფლის N2 საჯარო სკოლაში გეოგრაფიული ვიქტორინა ჩატარდა, რომელიც დედამიწის დღეს მიეძღვნა.

აღნიშნულ კონკურსში მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასების გუნდები მონაწილეობდნენ.

ვიქტორინამ საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეებს მხარდამჭერთა გუნდი სიმღერებით ამხნევევდა.

საპრიზო ადგილები კი ასე გადანაწილდა:
 
პირველი ადგილი დაიკავა მე-11 კლასის გუნდმა; 

მე-2 ადგილი მე-8 კლასის ბავშვებს ხვდათ წილად;
  
მე-3 ადგილი კი მე-10 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.

მათ  სხვადასხვა საჩუქარი გადაეცათ, რომლებზეც სკოლის დირექციამ იზრუნა.

ვიქტორინის იდეის ავტორი გახლდათ გეოგრაფიის მასწავლებელი, შორენა ყარალაშვილი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203