სამტრედიის N1 საჯარო სკოლაში გაკვეთილი ცხოვრების ჯანსაღ წესის პოპულარიზაციას მიეძღვნა
24-04-2018
სამტრედიის N1 საჯარო სკოლის პირველ კლასში გაკვეთილი ცხოვრების ჯანსაღ წესს მიუძღვნეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ჯანსაღი კვების რაციონის გაცნობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და მათი ჩართვა სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობაში.
„ცხოვრების ჯანსაღი წესი ორგანიზმის ჯანმრთელობის, დღეგრძელობის საწინდარია. გადავწყვიტეთ, ერთ-ერთი გაკვეთილი ამ უმნიშვნელოვანესი თემისთვის მიგვეძღვნა, მოსწავლეებს სასარგებლო რჩევების ფონზე კიდევ ერთხელ განვუმარტეთ ცხოვრების ჯანსაღი წესის არსი, მისი მთავარი პრინციპები, მათი დანერგვისა და დაცვის აუცილებლობა. კარგია, როცა ამაში მშობლები ღებულობენ აქტიურ მონაწილეობას, მადლობა მათ“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.