აჭარის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა, ადგილობრივ მედიასთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა რეგიონებში პედაგოგების დეფიციტზე და აღნიშნა, რომ მოქმედი პროგრამები, რომლებიც მასწავლებლების პროფესიით დაინტერესებას ემსახურება ახლაც მოქმედებს:
„პროგრამები გრძელდება... რესურსცენტრები და სკოლის დირექციები მუდმივად ცვლიან ინფორმაციას ახალბედა კადრებისთვის ვაკანსიებზე; აქედან გამომდინარე, ვფიქრობ მალე დეფიციტი აღმოიფხვრება.
ამას ხელი უნდა შეუწყოს იმანაც, რომ მასწავლებლების ანაზღაურება მით უმეტეს, მაღალმთიანში, სულ უფრო მეტს საგადასახადო შეღავათს ითვალისწინებს“.