დირექტორობის მსურველთა გამოცდის შედეგები ცნობილია და აქედან გამომდინარე, სულ უფრო აქტუალური გახდა კითხვა - როდის დასრულდება სკოლის ხელმძღვანელთა სერტიფიცირება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აჭარის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა განაცხადა, რომ დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირება 2023 წელს დასრულდება, თუმცა მინისტრი არ გამორიცხავს, ზოგ შემთხვევაში დამატებით კონკურსის დანიშვნასაც:
„დირექტორების კონკურსებს რაც შეეხება, მიმდინარე წელს იგეგმება სერტიფიცირების დასრულება, თუმცა შედეგებიდან და კანდიდატების რაოდენობიდან გამომდინარე, მივიღებთ რეალურ სურათს, სად შეიძლება დამატებითი კონკურსების გამოცხადება“.
ხაჯიშვილმა ასევე დასძინა, რომ სკოლებში ახალი დირექტორები „გამოჩნდებიან“ და მათ მისაღებად განათლების სისტემა მზადაა:
„რეგისტრირებულ კანდიდატებს შორის არიან ახალი სახეები... მინდა წარმატება ვუსურვო ყველას. განათლების სისტემა მზადაა, ახალი კადრების მისაღებად - მასწავლებლების შემთხვევაში ეს გზა უკვე გავიარეთ და წარმატებული ახალი კადრები გვყავს; დარწმუნებული ვარ, ასევე იქნება დირექტორების შემთხვევაშიც“.