ახალაბასთუმანის საჯარო სკოლის ევროკლუბის ინიციატივით მერაბ კოსტავას სახელობის ევროსკვერი გაიხსნა
24-04-2018
ახალაბასთუმანის საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

სკოლის ევროკლუბის ფარგლებში მერაბ კოსტავას სახელობის ევროსკვერი გაიხსნა. 

სკვერის გახსნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, საკრებულოს თავჯდომარე მამუკა წოწერია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.    

ევროსკვერის გამწვანებასა და დეკორატიული ნერგების დარგვაში მოსწავლეებთან და ბაღის აღსაზრდელებთან ერთად მაიზერ ნანავამ და მამუკა წოწერიამ მიიღეს მონაწილეობა.   
 
სკოლას ბზის ნერგები საჩუქრად კავკასიის გარემოს დაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაციამ CENN გადასცა.   

პროექტს ქართულის მასწავლებელი ცირა გულუა ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203