წეროვნის N1 საჯარო სკოლამ „დედამიწის დღე“ მცენარეების დარგვით აღნიშნა
24-04-2018
დედამიწის დღე წეროვნის N1 საჯარო სკოლაში - სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა ამ აქციას რამდენიმე აქტივობით შეუერთდა.

კერძოდ, გარემოს გაუმჯობესების მიზნით, უფროსკლასელებმა სხვადასხვა მცენარე დარგეს, უმცროსკლასელებმა კი სკოლის წინ მდებარე ასფალტი მოხატეს.
 
პარალელურად,  მსმენელთა ინფორმირების მიზნით,  მოსწავლეთა ჯგუფმა პრეზენტაცია - „გადავარჩინოთ დედამიწა“ - წარადგინა.

დედამიწის დღე  პირველად 1970 წელს აღინიშნა. საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც ეს  დღე აღინიშნება, 1990 წლიდან შეუერთდა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203