მოსწავლეებისთვის NAEC ინფორმაციას ავრცელებს - დეტალები
10-03-2023
2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სრულდება - ოლიმპიადის მესამე ტური 8 მარტს დაიწყო და 10 მარტს დასრულდება.
ოლიმპიადაზე მოსწავლეთა აქტივობა მნიშვნელოვნად მაღალი იყო, თუ გასულ წელს ოლიმპიადის პირველ ტურში 31 900-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა, წელს 56 700-ზე მეტი მოზარდი ჩაერთო; მეორე ტურში - 9000 -მდე მონაწილე გადავიდა, მესამე ტურში კი 604 მოსწავლე. მნიშვნელოვანია, რომ მათგან ზოგიერთი რამდენიმე საგანს აბარებს.
2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულია ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ათ მონაწილეს შორის. გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან და საერთაშორისო ოლიმპიადებში მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს სახელით.
ოლიმპიადის მთავარი მიზანი სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებისათვის მოტივაციის ამაღლებაა.