,,ო, ენავ ჩემო“ - ზედა განთიადის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე ღონისძიებით აღნიშნეს
24-04-2018
ზედა განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები დედა ენის დღე ღონისძიებით - ,,ო, ენავ ჩემო“ აღნიშნეს.
ღონისძიებაში I-XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა ქართული ენის სადიდებელი ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს.
14 აპრილთან დაკავშირებით მოსწავლეების წინაშე მოხსენებით წარსდგა სკოლის დირექტორი ზურაბ კეკელიძე.
საღამოს ხელმძღვანელობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები - ხათუნა გოგიტიძე და მერი ჩიბურდანიძე და ბიბლიოთეკარი ნანული ყურშუბაძე. საღამო დეკორაციებით გააფორმა ხელოვნების პედაგოგმა მზია ყურშუბაძემ.
დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.