ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლას თელავის ამერიკული კუთხე ესტუმრა
24-04-2018
პროექტ  „მობილური თამაშების“ ფარგლებში, ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლას თელავის ამერიკული კუთხე ესტუმრა.

შედეგად, ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ამერიკული კუთხის კოორდინატორთან ერთად, გასართობი, საგანმანათლებლო და სპორტული თამაშები  ითამაშეს.
 
ამერიკული კუთხე - ეს არის ამერიკული სტილის კულტურული ცენტრი, რომელიც საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მეგობრული ურთიერთობის გასაღრმავებლად შეიქმნა.
 
ამერიკული კუთხე საქართველოში პირველად თელავის მთავარ ბიბლიოთეკაში, 2003 წელს გაიხსნა. კუთხეს  ინგლისური წიგნების მრავალფეროვანი კოლექცია აქვს: საცნობარო ლიტერატურა, აშშ-ს ისტორიის, კულტურის, განათლების, ეკონომიკის ამსახველი წიგნები, ამერიკული მხატვრული ლიტერატურა და სახელმძღვანელოები ინგლისური ენის შესწავლისთვის.

ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლის დირექციის ცნობით, მსგავსი პროექტები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203