„აღმზრდელმა სიმწრისგან ენაზე იკბინა, რათა ბავშვისთვის არ ეყვირა...“ - სიტუაცია, რომელიც ბევრი პედაგოგისთვის შესაძლოა ნაცნობი აღმოჩნდეს
13-03-2023

საბავშვო ბაღის აღმზრდელ პატარებთან ურთიერთობისას დიდი მოთმინება სჭირდება, თუმცა ხანდახან რთულია მშვიდად აღიქვა პატარების „იუმორი“... გიამბობთ ერთ სახალისო ისტორიას, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

საბავშვო ბაღში აღმზრდელი ეხმარება გოგონას ფეხსაცმლის ჩაცმაში

დახმარება პატარამ თავად სთხოვა – საქმე მართლაც რთული იყო: ყელიანი „ბათინკი” ეცვა, ფეხი გაიჭედა და ვეღარც წინ მიდიოდა, ვეღარც უკან…

როცა აღმზრდელმა, დიდი წვალების შემდეგ, როგორც იქნა, მეორე „ბათინკიც“ ჩააცვა და შუბლზე ოფლი მოიწმინდა, პატარამ ისეთი რამ უთხრა, ქალმა ცრემლები ძლივს შეიკავა:

– არასწორად მაცვია!..

მართალაც – მარჯვენა ფეხსაცმელი მარცხენაზე იყო ჩაცმული, მარცხენა კი – მარჯვენაზე…

„ბათინკის“ გახდა ჩაცმაზე უარესი იყო…

აღმზრდელი თავს ძლივს იკავებდა, როცა მარჯვენა ფეხსაცმელს ახლა უკვე მარჯვენა ფეხზე აცმევდა.

და უცბად გოგონა აცხადებს:

– ეს ჩემი ფეხსაცმელი არ არის!

აღმზრდელმა სიმწრისგან ენაზე იკბინა, რათა ბავშვისთვის არ ეყვირა: „ადრე რატომ არ მითხარი?!“... ისევ ჩუმად შეუდგა „საშინელი ფეხსაცმლის“ გახდას. ბოლოს კი, ბავშვმა უთხრა: 

– ჩემი დის „ბათინკებია“. დაუპატარავდა და დედიკომ მე ჩამაცვა.

აღმზრდელს უკვე ვეღარ გაეგო, ეცინა თუ ეტირა. უკანასკნელი ძალა და ნებისყოფა მოიკრიბა, ტანჯვა-წვალებით კვლავ ჩააცვა ფეხსაცმელი და ჰკითხა:

– შენი ხელთათმანები სადღაა?

ბათინკებში ჩავტენე…

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203