რუსთავის N1 საჯარო სკოლაში შემეცნებითი ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს
24-04-2018
ილია ჭავჭავაძის სახელობის რუსთავის N1 საჯარო სკოლა სხვადასხვა ღონისძიებას აქტიურად ახორციელებს. 

სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე პრეზენტაციით აღნიშნეს. 

პრეზენტატორებმა სინდრომის შესახებ ისაუბრეს და ღონისძიების ბოლოს სამსახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

საინტერესოდ ჩაიარა ღონისძიებამ, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ შესწავლის გზებსა და უცილებლობას ეხებოდა. 

მოსწავლეებმა უკვდავი პოემა კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მცირე დისკუსია გამართეს. 

სკოლაში აქტიურად მუშაობს რუსული ენის კლუბი, რომელმაც ხელნაკეთი ნივთების პრეზენტაცია მოაწყო. 

მოსწავლეებმა რუსულ ენაზე შექმნილი წიგნები წარმოადგინეს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203