მაჭატიის საჯარო სკოლის კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები ზაფხულში ექსკურსიაზე წავლენ
24-04-2018
მაჭატიის საჯარო სკოლაში შემეცნებითი ღონისძიებები ხშირად ტარდება.
სულ ცოტა ხნის წინ, სკოლაში ქართული ენის კვირეული გაიმართა, რომელმაც კალიგრაფიის და მხატვრული კითხვის კონკურსი მოიცვა; ასევე, მოსწავლეებმა ქართული ენის წარმოშობის შესახებ პრეზენტაცია მოამზადეს, რომლის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ: „ქართული ენის დღე".
კონკურსებში გამარჯვებულები ზაფხულში ექსკურსიაზე წავლენ.
პარალელურად, სკოლის მოსწავლეებმა უცხო ენების ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღეს. კერძოდ, მნაცაკან ღაზარიანმა რუსული ენის, ხოლო ამალია პარონიანმა ინგლისური ენის მეორე ეტაპი გადალახა.
რაც ასევე მნიშვნელოვანია, სკოლიდან კონკურსს „ეტალონის“ მეორე ეტაპზე X კლასის მოსწავლე მერი პარონიანი გადავიდა.
დირექციის ცნობით, სკოლა მსგავსს აქტივობებს მუდმივად მიმართავს. იხილეთ ფოტოები და ვიდეოები