„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა.
მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის დოკუმენტი დამტკიცდა, სადაც დეტალურადაა გაწერილი, თუ რა ვალდებულებები აქვთ მასწავლებლებს, სასურველი სტატუსის მისაღებად.
წამყვანი და მენტორი სპეცმასწავლებლის სტატუსის მისაღებად პედაგოგებმა პორტფოლიოსთან ერთად კომპლექსური შეფასება უნდა გაიარონ
დოკუმენტის თანახმად, მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) ფასდება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად საჭირო კომპეტენციების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც განთავსებული უნდა იყოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (შემდგომში – eschool.emis.ge ან ელექტრონული სისტემა) არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში.
ბრძანებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს, გაწერილია ის ცვლილებებიც, რომლებიც სპეცმასწავლებლებს ეხებათ.
მასწავლებელეთა კარიერული წინსვლის დოკუმენტი სრულად იხილეთ ბმულზე.