დამატებითი მოთხოვნა პედაგოგებს - 2024 წლის 1 იანვრიდან მასწავლებლის სახლმა ახალი პროგრამა უნდა დაიწყოს
25-03-2023
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. ამასთან, დაემატა ტერმინი - სპეციალიზებული სასერტიფიკატო პროგრამა და  და განისაზღვრა მისი ამოქმედების ვადა.

სპეციალიზებული სასერტიფიკატო პროგრამა
− მხედველობის ან სმენის დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) ან მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლების მიზნით დასაქმებული სპეციალური მასწავლებლის მიერ გასავლელი საგანმანათლებლო კურსი.

სპეციალურ მასწავლებელს, რომელიც ასწავლის და მუშაობს მხედველობის ან სმენის დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) ან მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან, გავლილი უნდა ჰქონდეს მხედველობის ან სმენის დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) ან მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის სწავლების სპეციალიზებული სასერტიფიკატო პროგრამა.

სპეციალიზებული სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2024 წლის 1 იანვრიდან.

წამყვანი და მენტორი სპეცმასწავლებლის სტატუსის მისაღებად  პედაგოგებმა პორტფოლიოსთან ერთად კომპლექსური შეფასება უნდა გაიარონ 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203