2026 წლამდე არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების ეთნიკური უმცირესობის ენების (აზერბაიჯანული და სომხური ენების) პრაქტიკოსი მასწავლებელი უფროსი მასწავლებლის სტატუსს მოიპოვებს იმ შემთხვევაში, თუ გაივლის (ან გავლილი აქვს) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ან სსიპ – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ქართული ენის კურსს ან წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტს და ნაწილობრივ დაადასტურებს საგნობრივ კომპეტენციას (1, 4, 7 ან 10 კრედიტქულაზე). მას უფლება მიეცემა, გაიაროს პროფესიული უნარების გრძელვადიანი ტრენინგკურსი, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების ეთნიკური უმცირესობის ენების (აზერბაიჯანული და სომხური ენების) პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელსაც, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია დადასტურებული აქვს მინიმუმ 1 კრედიტქულაზე (დააგროვა მინიმალური ქულა), მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
არაქართულენოვან სკოლების/სექტორების ეთნიკური უმცირესობის ენების (აზერბაიჯანული და სომხური ენების) პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვთ 10 კრედიტქულაზე, მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების ეთნიკური უმცირესობის ენების (აზერბაიჯანული და სომხური ენების) პრაქტიკოსი მასწავლებელი 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში აღარ ასწავლის ეთნიკური უმცირესობის ენებს (აზერბაიჯანულ და სომხურ ენებს), აღნიშნული ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმართოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს. მოცემული განცხადების საფუძველზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.
მასწავლებელთა სქემაში ცვლილება შევიდა - პრაქტიკული საქმიანობა პორტფოლიოთი შეფასდება