ქუთაისის N19 საჯარო სკოლას ზურაბ გორგილაძის პრემიის პირველი ლაურეატი ესტუმრა
24-04-2018
ქუთაისის N19 საჯარო სკოლას ქუთაისის დ.ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი, ზურაბ გორგილაძის პრემიის პირველი ლაურეატი მერაბ კვიცარიძე ესტუმრა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მერაბ კვიცარიძემ ორდუს საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებულთან, სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლესთან დავით ნემსაძესთან ზეპირი საჭადრაკო პარტია გამართა, საჩუქრად გადასცა ზურაბ გორგილაძის ლექსი - ,,ჭადრაკი" და საკუთარი ლექსი მიუძღვნა. რომელსაც გთავაზობთ:

,,ყოჩაღ!
იცოდე, ყაიმი 
ვერაფერს გიშველის,
აბა, შენ იცი,
წინ, იერიშით!“ - მერაბ კვიცარიძე.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203