რესურსცენტრებმა სკოლებს მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინონ - განახლებული სტანდარტი
14-03-2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, ონლაინ რეჟიმში, გაიმართა შეხვედრების ციკლი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რესურსცენტრების წარმომადგენლებთან.

შეხვედრების ფარგლებში, რესურსცენტრების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით განიხილეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტები და პროცედურები.

შეხვედრები წარიმართა ინტერაქციულ ფორმატში, სადაც დამსწრე პირებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

2023 წელს იწყება საჯარო სკოლების ეტაპობრივი ავტორიზაცია, შესაბამისად, ამ მნიშვნელოვან პროცესში რესურსცენტრების მიერ სკოლების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203