ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ჩატარდა
24-04-2018
ბარალეთის N2 საჯარო  სკოლაში დედაენის  დღისადმი  მიძღვნილი კონცერტი ჩატარდა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მოსწავლეებმა პირველი კლასიდან მე -11 კლასის ჩათვლით  მიიღეს. კერძოდ, მე-10  და  მე-11 კლასებმა ქართული ენის მნიშვნელობასა და ქართველი ერის  წინაშე მის დამსახურებაზე მიძღვნილი სიტყვები წარმოსთქვეს. ამავე დროს, პირველი კლასის ანბანი გააცილეს. ამის აღსანიშნავად კი, ბავშვებმა  ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და იცეკვეს. 

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, დედა ენაზე წარმოთქმულ  ყოველ სიტყვას თითოეული  მოსწავლე შინაგანი  იმპულსებით  გრძნობდა.

ზეიმმა მეტად ამაღლებულ ატმოსფეროში ჩაიარა. ღონისძიებას მოსწავლეთა მშობლებიც ესწრებოდნენ, რომლებიც  კმაყოფილები  დარჩნენ ამ დღით და მონაწილეებს მინიჭებული  სიამოვნებისთვის მადლობა გადაუხადეს.

სკოლის დირექციის ცნობით, ქართული ენის მნიშვნელობის აღქმამ მოსწავლეებში  ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას შეუწყო  ხელი.


იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203