მცხეთის N2 საჯარო სკოლის Iა კლასის მოსწავლეებმა ციფრების ჯადოსნურ სამყაროში ძალიან ორიგინალურად და ხალისიანად „იმოგზაურეს“.
კერძოდ, ეს იყო საინტერესო ინტეგრაცია მათემატიკის, ფოლკლორის, ლიტერატურის, მუსიკისა და იუმორის, რაც გულისხმობს იმას, რომ თითოეული ციფრი საქართველოს სხვადასხვა კუთხეს წარმოადგენდა და ამ კუთხესა და საკუთარ თავზე „საუბრობდა“.
პროექტის დამსწრე მაყურებელი პატარა დებიუტანტებს მქუხარე აპლოდისმენტებით დიდხანს აჯილდოებდა.
იხილეთ ფოტოები