2023-2023 სასწავლო წლის საგაზაფხულო არდადეგები დასასრულს მიუხალოვდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლები რომლებმაც არდადეგები 8 მარტიდან დაიწყეს სასწავლო პროცესს 15 მარტიდან ჩვეულ რეჟიმში დაუბრუნდებიან.
დასვენების დღეები II სემესტრში 2022-2023 სასწავლო წლის კალენდრის მიხედვით
საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი15 მარტიდან დაიწყება და აღდგომის უქმეებამდე გაგრძელდება. 2023 წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის განსაზღვრული დასვენების დღეები 14 აპრილიდან 17აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ დასვენებისა და არდადეგების დღეები საჯარო სკოლაში ეროვნული სასწავლო გეგმით არის განსაზღვრული.