ბაზაქლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქალთა საერთაშორისო დღეს მრავალფეროვანი ღონისძიება მიუძღვნეს
14-03-2023

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზაქლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქალთა საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღნიშნეს.

მოსწავლეებმა, გაზაფხულის თემატიკით გააფორმეს საკლასო ოთახი, შექმნეს ხელნაკეთი ყვავილები და ეს დღე, პედაგოგებსა და დედებს ორიგინალური წარმოდგენით მიულოცეს.

სკოლაში მოსწავლეთა ემოციების გაზიარებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა.

პედაგოგებისა და დირექციის მხარდაჭერით, მოსწავლეებს ამ დღის საზეიმოდ აღნიშვნის შესაძლებლობა მიეცათ, რამაც მათი მოტივაცია კიდევ უფრო აამაღლა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203