ყვარლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გამოცდილ მეთუნეს შეხვდნენ (ფოტოები)
24-04-2018
ყვარლის N1 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებისთვის „ჩვენი საქართველოს“ მასწავლებელმა ლელა ჩაბალოშვილმა კახეთში, სოფელ აწყურში მეთუნესთან გასვლითი გაკვეთილი ჩაატარა.
აღნიშნული გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეები ახლოს გასცნობოდნენ უძველეს ხელოვნებას თიხის დამუშავების შესახებ.
შეხვედრისას მეთუნეს მოსწავლეებმა კითხვები დაუსვეს; ნახეს, თუ როგორ მზადდება სამეთუნეო მორგვში თიხის ნაწარმი; როგორ ხდება მისი გამოწვა ქურაში და როდის იღებს თიხა სრულყოფილ სახეს.
მსგავსი გაკვეთილები ხელს უწყობს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას, რაც სწავლის პროცესს უფრო საინტერესოს და სახალისოს ხდის.