გალაკტიონის სტროფი - ფორმა, რომელსაც მსოფლიო პოეზიაში ანალოგი არა აქვს
29-08-2016
გალაკტიონ ტაბიძე ადრევე ოცნებობდა რვასტრიქონიანი სალექსო ფორმის შექმნაზე. ლექსში ,,მივარდნილი აივანი'' ასეთი სტრიქონია:

,,ოქტავებით ვწერ პოემას''.

შემდეგ მან, მართლაც დაწერაცალკეული ოქტავები - ლექსები, თუმცა ოქტავებით პოემა არ დაუწერია. სიცოცხლის ბოლო ხანებში გალაკტიონი აქვეყნებს რვასტრიქონიანი სალექსო ფორმით შესრულებულ ვრცელ პოემას ,,მშვიდობის წიგნი''. მისთვის საგანგებოდ არის შექმნილი სრულიად ახალი სახე რვასტრიქონიანი მყარი სალექსო ფორმისა, რომელიც უცნობია მსოფლიო პოეტიკაში.

წარსულის შორის
მოწამე ჟამთა,
ორ სერთა შორის
შვენის შუამთა.
უგრძვნია მჭევრი
ტკივილი მტევრი
და უფრო ბევრი
კი დაუამდა.

განთქმული ,,ქებათა ქება ნიკორწმინდას'' ამ წესზე გარითმული რვასტრიქონიანი სტროფით იწყება:

მაქვს მკერდს მიდებული
ქნარი, როგორც მინდა.
ჩემთვის დიდებული
სხივი გამობრწყინდა,
მკვიდრად ააშენა,
ვინაც ააშენა,
და ცით დამშვენა
დიდი ნიკორწმინდა!

ეს სალექსო ფორმა უნიკალურია გარითმვის სისტემით (აბაბცცცბ) და, შეიძლება ითქვას, უფრო სრულყოფილი, ვიდრე სხვა რვატაეპიანი სალექსო ფორმები. 

თუ არსებობს ალკეოსის სტროფი, საფოს სტროფი, რონსარის სტროფი, ონეგინის სტროფი, თუქართულ პოეზიაში ცაკლე გამოვყოფთ სალექსო ფორმებს მათი შემომღები ავტორის მიხედვით: ჩახრუხაული, რუსთველური, ბესიკური, სავსებით მიზანშეწონილი იქნება, თუ გალაკტიონის მიერ შექმნილ ამ სტროფულ კომპოზიციას ,,გალაკტიონის სტროფს'' ვუწოდებთ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203