მასწავლებელებსა და მასწავლებლობის მსურველებს კვლავაც არ აქვთ პასუხი კითხვაზე - როდის დაიწყება საგამოცდო რეგისტრაცია იმ აპლიკენტებისთვის, რომლებსაც საგნის გამოცდის ან პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება სურთ. როგორც წესი, მასწავლებელთა საგნისა და პროფეისული უნარების გამოცდებზე რეგისტრაცია მარტის პირველი რიცხვებიდან იწყებოდა ხოლმე, თუმცა წელს ფაქტია, მოვლენები სხვაგვარად ვითარდება და აღნიშნულის მიზეზებზე ცენტრში არ საუბრობენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში დაინტერსებულ პირებს პასუხობს, რომ რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით ინფორმაცია 20 მარტამდე გახდება ცნობილი. ასე რომ, რეგისტრაციასთან დაკავშირებული დეტალები, წესით, მომავალ სამშაბათამდე უნდა გავიგოთ. მანამდე კი იხილეთ,
ყველა ცვლილება, რომელიც მასწავლებლებს წელს გამოცდებზე დახვდებათ.