დედამიწის დღე ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლაში ზღაპრის გმირებთან ერთად აღნიშნეს
25-04-2018
ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, სახელწოდებით  - „მარად იყოს მზე, სიცოცხლე და ყვავილები“. 

პარალელურად, რამდენიმე სახალისო აქტივობა ჩატარდა, რომელმაც  ირგვლივ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
 
კერძოდ, ზღაპრის გმირები, მუსიკის ფონზე, ბავშვებს საცეკვაოდ იწვევდნენ; მოსწავლეებმა ღობე ფერადი საღებავებით მოხატეს; რამდენიმე ნორჩი ხე დაირგო, ჩატარდა სახალისო თამაში „ჩავეხუტოთ ერთმანეთს“ და ბოლოს, სკოლამ საკუთარი სურვილები დედამიწისთვის ცაში ფრანით გაგზავნა. 

აღნიშნული ღონისძიება სკოლის დირექციისა და მოსწავლეების მიერ დადებითად შეფასდა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203