4 მიზეზი, რის გამოც ბაღის სააპელაციო განაცხადი არ განიხილება - დეტალები
23-03-2023

საბავშვო ბაღების ავტორიზაცია იწყება და ასეთ დროს საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, რამდენად აკმაყოფილებს ესა თუ ის სააღმზრდელო დაწესებულება სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

არც ისაა გამორიცხული ბაღმა ავტორიზაცია ვერ გაიაროს, თუმცა როგორც ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი, ხელმძღვანელობას შეუძლია ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებები კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს სააპელაციო საბჭოში ან სასამართლოში.

ცნობილია ისიც, რომ შესაძლოა სააპელაციო საჩივარი შესაბამისმა ინსტანციებმა არც განიხილონ და უარის 4 მიზეზი არსებობს:

სააპელაციო საბჭო არ განიხილავს სააპელაციო საჩივარს, თუ: 

ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილება სასამართლოს წარმოებაშია;
ბ) სააპელაციო საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;
გ) გასულია სააპელაციო საჩივრის წარდგენის ამ წესის 33-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადა;
დ) მოთხოვნილი საკითხის განხილვა სცდება სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილების ფარგლებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ საბჭო ვალდებულია სააპელაციო საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწვეტილება მიიღოს საჩივრის მიღებიდან 1 თვის ვადაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203