რუსთავის N17 საჯარო სკოლის აღსაზრდელებმა მოსწავლეთა კონფერენციაზე ბიზნეს გეგმები წარადგინეს
25-04-2018

რუსთავის N17 საჯარო სკოლის მე–10 კლასის მოსწავლეები საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში სკოლის მოსწავლეთა კონფერენციაში - „ჩემი მომავალი საქმიანობა (ბიზნესი)“ მონაწილეობდნენ. 

კონფერენციას პროფესორი ვაჟა კაკაბაძე ხელმძღვანელობდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კონფერენციაზე მონაწილეებმა პრეზენტაციის სახით მათთვის საინტერესო და სამომავლოდ მნიშვნელოვანი ბიზნეს გეგმები წარადგინეს.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ.

სკოლის მოსწავლეთა კონფერენციის მიზანია ახალგაზრდებს ხელი შეუწყოს პროფესიის სწორად არჩევაში და დაეხმაროს მომავალი საქმიანობის ბიზნესის გეგმის ჩამოყალიბებასა და სამომავლო საქმიანობის განსაზღვრაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203