კერძო სკოლა „მილენიუმში“ მოსწავლეებმა ბერძნულ მითოლოგიაზე პრეზენტაცია გამართეს
25-04-2018
რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმში“ მე-5 კლასის მოსწავლეებმა ბერძნულ მითოლოგიაზე ისაუბრეს. 

მოსწავლეებმა პედაგოგი ნესტან ჭუმბურიძის ხელმძღვანელობით ჯერ კედლის გაზეთებით, შემდეგ კი პრეზენტაციებით წარმოადგინეს ბერძენი ღმერთების სამყარო. 

მათ მითიური ღმერთების თავგადასავლები და ისტორიები მოუთხრეს მსმენელს. 

ღონისძიება ვიქტორინითა და გუნდების კაპიტნების შეჯიბრებით დასრულდა. 

სკოლის დირექციამ მოსწავლეებსა და მასწავლებელს მადლობა გადაუხადა. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203