12 წლის გარდაცვლილი მოზარდის საქმეზე შსს ინფორმაციას ავრცელებს - დამნაშავეს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას მიუსჯიან
17-03-2023

დიდ დიღომში დაკარგული 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება; ცნობილია, რომ იგი N186 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.

არასრულწლოვანი გუშინ, 16 მარტს პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბოლოს ის ამავე ქუჩის მიმდებარედ, სკვერში, საქანელაზე შენიშნეს, გვიან ღამით კი, სკვერიდან მოშორებით, ბნელ ადგილზე გარდაცვლილი აღმოაჩინეს.

მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ცნობილია ისიც, რომ იქ, სადაც 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს, პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა. სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან ყვითელი ლენტი მოხსნეს.

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203