სომეხთა მასობრივი ხოცვისა და გადასახლების 103 წლისთავი - ღონისძიება ნინოწმინდის N2 საჯარო სკოლაში
25-04-2018

ნინოწმინდის N2 საჯარო სკოლაში  სომეხთა  მასობრივი ხოცვისა და გადასახლების 103 წლისთავის ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეებმა აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზენტაცია მოაწყვეს და კიდევ ერთხელ დაგმეს ტოტალური მმართველობის ძალადობრივი პოლიტიკა.

ღონისძიების ორგანიზატორი მასწავლებელი მარინა ტონოიანი იყო.

ცნობისთვის, 1915 წლის 24 აპრილს იმპერიის მმართველებმა სტამბოლში მცხოვრები წარჩინებული სომხები დააკავეს. ამას იმპერიის ტერიტორიაზე მცხოვრები სომხების მასობრივი დევნა და გადასახლება მოჰყვა, რასაც 1.5 მილიონამდე ადამიანი შეეწირა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203