„ნუცას ბაგა-ბაღის“ პატარების შემოქმედებითი აქტივობა და ძვირფასი საჩუქარი დედებს
17-03-2023

„ნუცას ბაგა-ბაღის“ მოსიყვარულე და მზრუნველი აღმზრდელ-პედაგოგები ამ ლამაზი გრძნობების გაზიარებას პატარებსაც ასწავლიან. 

ამიტომ დედის დღე ბაღში განსაკუთრებულად აღინიშნა. აღმზრდელ-პედაგოგებმა პატარები მრავალფეროვან აქტივობებში ჩართეს. ბავშვებმა დედებისთვის მისალოცი ბარათები დაამზადეს, ხელნაკეთი ყვავილები შექმნეს და ყველაზე საყვარელ ადამიანებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.

ამასთან, ბაღში ძალისხმევა არ დაიშურეს, რომ გაზაფხულის ეს ლამაზი დღესაწაული არა მხოლოდ დედებისთვის, არამედ პატარებისთვისაც დაუვიწყარი ყოფილიყო.

აღსანიშნავია, რომ „ნუცას ბაგა-ბაღში“ თითოეული ბავშვის ემოციურ, სოციალურ, ინტელექტუალურ და ფიზიკურ განვითარებას უდიდესი ყურადღება ექცევა, ამიტომ ბაღის ორივე ფილიალის პატარები ყოველდღიურად სახალისო, შემოქმედებით და განმავითარებელ აქტივობებში არიან ჩართულნი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203