დედა ენის კვირეულის ფარგლებში დაწყებით საფეხურზე კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა.
გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
IV კლასის მოსწავლეებმა ლიტერატურული კომპოზიცია „ენა დედაა ერისა“ წარმოადგინეს.
ასევე ჩატარდა სემინარი „ენის სარანგნი“, სადაც XI კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს თემები, რომელთა გზავნილი იყო: „თითოეული ქართველის ვალია, უყვარდეს მშობლიური ენა და იცავდეს მის სიწმინდეს“.
დედა ენის დღესთან დაკავშირებით მეექვსეკლასელებმა „მკითხველთა თეატრში“ ბავშვები, მასწავლებლები და მშობლები მოიწვიეს.
პატარა მსახიობებმა პიესად გადაკეთებული გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა „ყველაზე კარგი პაპა“ ორ მოქმედებად დადგეს.
მოსწავლეებმა მოაწყვეს სცენა, მოირგეს კოსტიუმები, გაითავისეს თავიანთი როლები და მაყურებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები