„ჩემი საყვარელი სპორტი და სპორტსმენი“ - საყუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეს მუნიციპალიტეტის მერიისგან სიგელი გადაეცა
საყუნეთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ, მარიამ ხაჩიძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწყობილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, სადაც პრეზენტაცია
„ჩემი საყვარელი სპორტი და სპორტსმენი“ წარადგინა.
მოსწავლემ პრეზენტაციისთვის, ქართველი მძლეოსანი და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი სამხტომში, სპორტსმენი ვიქტორ სანეევი შეარჩია.
მარიამ ხაჩიძეს აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის სიგელი გადაეცა.
იხილეთ ფოტოები