4 მთავარი ფაქტორი, რომელიც დირექტორობის მსურველებმა სამინისტროში გასაუბრებაზე უნდა გაითვალისწინონ
19-03-2023

დირექტორობის მსურველებისთვის სამინისტრო გასაუბრებებს იწყებს. ცნობილია, რომ შეხვედრები 20 მარტს დაიწყება. etaloni.ge გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც კონკურსანტებმა უნდა იცოდნენ:

1. გასაუბრებაზე გასვლის შესაძლებლობა ექნებათ დირექტორობის იმ კანდიდატებს, რომლებმაც სერტიფიცირების პირველი საფეხური – ტესტირება წარმატებით გაიარეს; ამისთვის კი მათ გადალახული უნდა ჰქონდეთ ტესტირებისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - მაქსიმალურ ქულათა 60%.

2. გასაუბრების თარიღი დირექტორობის მსურველმა უნდა გადაამოწმოს საჯარო სკოლის დირექტორობის სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდის გამოყენებით.

3. თუ კონკურსანტს არ ახსოვს უნიკალური კოდი, მას შეუძლია დარეკოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე – 2 200 220 ან თავად გადაამოწმოს კოდი ვებგვერდზე: directors.mes.gov.ge

4. გასაუბრების განრიგის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დირექტორობის მსურველებს ინფორმაციას მიაწვდის ინდივიდუალურად, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

გასაუბრებები 29 აპრილამდე გაგრძელდება - სრული განრიგი იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203