წამყვანობისა და მენტორობის მსურველ მასწავლებლებთან და მათ დირექტორებთან მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი შეხვედრებს იწყებს.
მასწავლებელთა სქემაში ცვლილება შევიდა - პრაქტიკული საქმიანობა პორტფოლიოთი შეფასდება
შეხვედრების მიზანია სქემასთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ პედაგოგების ინფორმირება. კერძოდ, წამყვანობისა და მენტორობის მსურველებს სხვადასხვა დონის პორტფოლიოს წარმოება ევალებათ. პროფესიული საქაღალდის წარმატებით შევსებისა და შეფასების შემდეგ ისინი სტატუსს აიმაღლებენ.
ორდონიანი პორტფოლიოს შესახებ მასწავლებლის სახლი პედაგოგებთან შეხვედრებს ჩაატარებს
როგორც მასწავლებლის სახლმა დააანონსა, შეხვედრები 20-27 მარტის განმავლობაში ჩატარდება. პედაგოგებს ეტაპობრივად უკავშირდებიან.
შეგახსენებთ, რომ სქემაში შესული ცვლილებების თანახმად, სტატუსის ამაღლების მსურველმა მასწავლებელმა პროფესიული უნარების გამოცდა უნდა ჩააბაროს და სტატუსის შესაბამისად დაწესებული ზღვარი გადალახოს, მომდევნო ეტაპი კი მისი პრაქტიკული საქმიანობის შეფასება იქნება.