განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტები მასწავლებლებთან შეხვედრებს აგრძელებენ.
დღეს, 19 მარტს,19:00 საათზე ჩატარდება შეხვედრა/სემინარი ქართული ენისა და ლიტერატურის ექსპერტ თამარ მახარაძესთან, სადაც განხილული იქნება თემა: პრაქტიკული გრამატიკა და კომპლექსური დავალებები დაწყებით საფეხურზე.
შეხვედრა თიმსის პლატფორმაზე ჩატარდება - შეხვედრა/სემინარზე დასასწრებად გადადით ბმულზე.
შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, მასწავლებლებისთვის შეხვედრებს რეგულარულად მართავს.