საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების ფარგლებში გასაუბრება დღეს 09:30 წუთიდან დაიწყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. როგორც აპლიკანტები ამბობენ კომისია 7 წევრისგან შედგება.
„საკმაოდ საინტერესო კითხვები იყო, კომისიის 7 წევრი ესწრებოდა გასაუბრებას. აპლიკანტებს ვურჩევ, არ იღელვონ და ცოდნის კონცენტრაცია შეძლონ… ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ მაქვს სკოლა, სადაც დირექტორად ვიმუშავებდი“ - აღნიშნა დირექტორობის მსურველმა აპლიკანტმა კახა ნადირაძე.
„გასაუბრებაზე გარემო საკმაოდ მშვიდია, თუმცა ემოციურად ძალიან დამღლელი იყო, ახლა ნამდვილად არ შემიძლია დამატებითი კომენტარის გაკეთება", - გვითხრა გასაუბრებიდან გამოსულმა ერთ-ერთმა აპლიკანტმა.
„რთული არაფერი იყო, პიროვნულ უნარებსა და სასწავლო პროცესებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ… რა მოვალეობები აქვს დირექტორებს და რამდენად გავართმევთ თავს დაკისრებულ ვალდებულებებს. ვფიქრობ, ნორმალურად ჩაიარა, თუმცა პასუხები ჯერ არ არის ცნობილი. სად ვაპირებ დირექტორობას არ მაქვს გადაწყვეტილი“, - აღნიშნა ანა ონიანმა.
დირექტორობის მსურველებისთვის გასაუბრება 3 ლოკაციაზე ჩატარდება - დეტალები და განრიგი
შეგახსენებთ, გასაუბრების თარიღი დირექტორობის მსურველმა უნდა გადაამოწმოს საჯარო სკოლის დირექტორობის სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდის გამოყენებით.