ბაითალოს საჯარო სკოლაში „დედა ენის დღე“ მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
25-04-2018
ბაითალოს საჯარო სკოლაში დედა ენის დღე სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნეს.
აზერბაიჯანულენოვანი სკოლის აღსაზრდელებმა ქართული ანბანი დახატეს და დედა ენა გააფორმეს.
მოსწავლეებმა ასევე დედა ენის შესახებ დაწერილი ლექსები წაიკითხეს, და კალიგრაფიაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. სკოლაში გაკეთდა სტენდი, სადაც მათი ნამუშევრები გამოიფინა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება კონსულტანტ-მასწავლებლის ეკა სისაურის ძალისხმევით ჩატარდა.
„ღონისძიებამ სკოლის დირექტორის ნურადინ აბბასოვის და დაწყებითი კლასების მასწავლებლების დაინტერესება გამოიწვია. სკოლის დირექტორმა მადლობა გადაუხადა ეკა სისაურს, რომელმაც რამდენიმე თვეში ბევრი სიახლე შეიტანა სკოლაში“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.