„მეგრული სამზარეულოს კერძები“- წალენჯიხის N7 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა საინტერესო და სახალისო პროექტი
20-03-2023
წალენჯიხის N7 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა და ღონისძიება იმართება.

მათ შორისაა, მე-5 კლასში განხორციელებული პროექტი - „მეგრული სამზარეულოს კერძები“. მის ფარგლებში, ინტეგრირებული საგნები იყო: ჩვენი საქართველო - პედაგოგი ხათუნა ცირეკიძე, ინგლისური ენა - პედაგოგი ეკატერინე სალია და მათემატიკა - პედაგოგი შუშანიკა თოლორაია. 

პროექტის მიზანი ქართულ ტრადიციულ კერძებზე ინფორმაციის მოძიება, გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტკაში გამოყენება, ტრადიციებისადმი პატივისცემა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, სამეტყველო და ენობრივი უნარ-ჩვევების განვითარება იყო. გარდა ამისა, ისეთი სამოქალაქო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, როგორებიცაა თანამშრომლობა, თავისუფალი არჩევანის გაკეთება.

აღნიშნულ პროექტში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ, მოამზადეს მეგრული ტრადიციული კერძები. ჟიურის წევრებმა გამოავლინეს გამარჯვებული მოსწავლეები. მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები, გამარჯვებულ მოსწავლეებს კი - ფასიანი საჩუქრები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...