მაჭატიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულის თვე ღონისძიებით აღნიშნეს (ვიდეო)
25-04-2018
მაჭატიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულის თვე ღონისძიებით აღნიშნეს.
მათ კონცერტი მოაწყვეს, სადაც სკოლის წარმომადგენლებისა და მშობლების წინაშე ლექსები და სიმღერები შეასრულეს, ასევე, თეატრალური დადგმა წარმოადგინეს.
აღსანიშნავია, რომ მაჭატიის საჯარო სკოლა სომხურენოვანია. აქ ეთნიკურად სომეხი მოსწავლეები სწავლობენ. სკოლაში 5 წლის განმავლობაში მიმდინარე პროექტს, „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარება“, ვენერა მღებრიშვილი ხელმძღვანელობს.
მას, ამ პროექტის გარდა, სხვადასხვა ღონისძიების მოწყობა ევალება. ვენერა მღებრიშვილის თქმით, მაჭატიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ცდილობენ სახელმწიფო ენა ისწავლონ და ამისთვის ძალ-ღონეს არ იშურებენ.