ესგ-ში ცვლილებაა - ახალი სტანდარტის ამოქმედების ვადები კლასების მიხედვით
21-03-2023

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 8 ნოემბრის №119/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 08/11/2022, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.018226) მეორე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბრძანების მიხედვით განისაზღვრა რომელი კლასებისთვის როდიდან უნდა ამოქმედდეს სტანდარტი


ამ ბრძანების პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტი ქართულენოვანი სკოლების I და II კლასებისთვის ამოქმედდეს 2023 წლის 15 სექტემბრიდან, III და IV კლასებისთვის 2024 წლის 15 სექტემბრიდან და V და VI კლასებისთვის 2025 წლის 15 სექტემბრიდან;

ბ) მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტი არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების I და II კლასებისთვის ამოქმედდეს 2023 წლის 15 სექტემბრიდან, III და IV კლასებისთვის 2024 წლის 15 სექტემბრიდან და V და VI კლასებისთვის 2025 წლის 15 სექტემბრიდან;

გ) მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტი ქართულენოვანი სკოლების I და II კლასებისთვის ამოქმედდეს 2023 წლის 15 სექტემბრიდან, III და IV კლასებისთვის 2024 წლის 15 სექტემბრიდან და V და VI კლასებისთვის 2025 წლის 15 სექტემბრიდან, ხოლო არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების I და II კლასებისთვის ამოქმედდეს 2024 წლის 15 სექტემბრიდან, III და IV კლასებისთვის 2025 წლის 15 სექტემბრიდან და V და VI კლასებისთვის 2026 წლის 15 სექტემბრიდან;

დ) მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტი ქართულენოვანი სკოლების და არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების I და II კლასებისთვის ამოქმედდეს 2023 წლის 15 სექტემბრიდან, III და IV კლასებისთვის 2024 წლის 15 სექტემბრიდან და V და VI კლასებისთვის 2025 წლის 15 სექტემბრიდან;

ე) მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტი ქართულენოვანი სკოლების და არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების V და VI კლასებისთვის ამოქმედდეს 2025 წლის 15 სექტემბრიდან;

ვ) მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტი ქართულენოვანი სკოლების III და IV კლასებისთვის ამოქმედდეს 2024 წლის 15 სექტემბრიდან და V და VI კლასებისთვის 2025 წლის 15 სექტემბრიდან, ხოლო არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების III და IV კლასებისთვის ამოქმედდეს 2025 წლის 15 სექტემბრიდან და V და VI კლასებისთვის 2026 წლის 15 სექტემბრიდან;

ზ) მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტი ქართულენოვანი სკოლების I და II კლასებისთვის ამოქმედდეს 2023 წლის 15 სექტემბრიდან, III და IV კლასებისთვის 2024 წლის 15 სექტემბრიდან და V და VI კლასებისთვის 2025 წლის 15 სექტემბრიდან, ხოლო არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების I და II კლასებისთვის ამოქმედდეს 2024 წლის 15 სექტემბრიდან, III და IV კლასებისთვის 2025 წლის 15 სექტემბრიდან და V და VI კლასებისთვის 2026 წლის 15 სექტემბრიდან;

თ) მე-8 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტი ქართულენოვანი სკოლების I და II კლასებისთვის ამოქმედდეს 2023 წლის 15 სექტემბრიდან, III და IV კლასებისთვის 2024 წლის 15 სექტემბრიდან და V და VI კლასებისთვის 2025 წლის 15 სექტემბრიდან, ხოლო არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების I და II კლასებისთვის ამოქმედდეს 2024 წლის 15 სექტემბრიდან, III და IV კლასებისთვის 2025 წლის 15 სექტემბრიდან და V და VI კლასებისთვის 2026 წლის 15 სექტემბრიდან;

ი) მე-9 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტი ქართულენოვანი სკოლების I-IV კლასებისთვის ამოქმედდეს 2023 წლის 15 სექტემბრიდან, V და VI კლასებისთვის 2024 წლის 15 სექტემბრიდან, ხოლო არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების I-IV კლასებისთვის ამოქმედდეს 2024 წლის 15 სექტემბრიდან, V და VI კლასებისთვის 2025 წლის 15 სექტემბრიდან;

კ) მე-10 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტი ქართულენოვანი სკოლების I-IV კლასებისთვის ამოქმედდეს 2023 წლის 15 სექტემბრიდან, V და VI კლასებისთვის 2024 წლის 15 სექტემბრიდან, ხოლო არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების I-IV კლასებისთვის ამოქმედდეს 2024 წლის 15 სექტემბრიდან, V და VI კლასებისთვის 2025 წლის 15 სექტემბრიდან;

ლ) პირველი – მე-10 პუნქტები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფირების გამოცხადების მიზნებისთვის, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203