ქუთაისის N33 საჯარო სკოლის მოსწავლე NATO-ს დღეების ფარგლებში გამართულ თემატურ გამოფენაში მონაწილეობდა
25-04-2018
ქუთაისის N33 საჯარო სკოლის მე-8ბ კლასის მოსწავლე ოლიკო სვანიძე NATO-ს დღეების ფარგლებში გამართულ თემატურ გამოფენაში მონაწილეობდა.
ოლიკო სვანიძემ გამოფენაზე პოსტერი - „NATO - მშვიდობა და სტაბილურობა, წევრი სახელმწიფოების დროშები“ წარადგინა.
გამოფენა ქუთაისისწერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. გამოფენაში 29 სკოლის 50-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.
გამოფენას მონაწილე სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. მათ მადლობის სიგელები გადაეცათ.
გამოფენა საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის იმერეთის ბიუროს ორგანიზებით და ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.